ავსტრალიის პრემიერმინისტრი - თუ ჯოკოვიჩი სამედიცინო მტკიცებულებებს არ წარმოადგენს, მაშინვე შინ დაბრუნდება #1TVSPORT
ავსტრალიის პრემიერმინისტრი - თუ ჯოკოვიჩი სამედიცინო მტკიცებულებებს არ წარმოადგენს, მაშინვე შინ დაბრუნდება #1TVSPORT

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა კომენტარი გაუკეთა არავაქცინირებული ნოვაკ ჯოკოვიჩის დაშვებას ავსტრალიის ღია პირველობაზე. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველ ჩოგანს სამედიცინო გამონაკლისი მისცეს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს მელბურნში „დიდი სლემის“ პირველ ტურნირზე.

„ჩვენ ველოდებით მის პრეზენტაციას და იმას, თუ რა მტკიცებულებებს წარმოგვიდგენს. და თუ ეს მტკიცებულებები არასაკმარისი იქნება, მის მიმართ იგივე დამოკიდებულება გვექნება, როგორც სხვების მიმართ. ის მომდევნო რეისით შინ გაფრინდება. ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის არ უნდა არსებობდეს განსაკუთრებული წესები. არანაირი“, – მოჰყავს მორისონის სიტყვები სააგენტო „როიტერს“.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება.