ავსტრალიის პრემიერი - მხოლოდ ლოცვას არ ვგზავნით უკრაინაში, ვგზავნით იარაღს, ჰუმანიტარულ დახმარებას და ვაპირებთ, გავგზავნოთ ჯავშანმანქანები
ავსტრალიის პრემიერი - მხოლოდ ლოცვას არ ვგზავნით უკრაინაში, ვგზავნით იარაღს, ჰუმანიტარულ დახმარებას და ვაპირებთ, გავგზავნოთ ჯავშანმანქანები

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნის საფუძველზე, ავსტრალია უკრაინას ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებს გაუგზავნის. „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა. ამასთან, მორისონს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენ ჯავშანმანქანას ან როდის გაუგზავნიან უკრაინას. საუბარია ჯავშანმანქანაზე სახელწოდებით „ბუშმასტერი“.

„ჩვენ მხოლოდ ლოცვას არ ვგზავნით, არამედ ვგზავნით ჩვენს იარაღს, აღჭურვილობას, ჰუმანიტარულ დახმარებას და ჯავშანჟილეტებს. ასევე, ვაპირებთ გავგზავნოთ ჯავშანმანქანები, ჩვენი „ბუშმასტერები“, – განაცხადა სკოტ მორისონმა.

ზელენსკიმ ავსტრალიას ჯავშანმანქანები პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სთხოვა.

„თქვენ გაქვთ ძალიან კარგი ჯავშანტრანსპორტიორი „ბუშმასტერი“, რომელსაც შეუძლია, უკრაინას არსებითად დაეხმაროს და აღჭურვილობის სხვა ელემენტები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი პოზიციების გაძლიერება შეიარაღების კუთხით. თუ გაქვთ ჩვენთვის ამის გაზიარების შესაძლებლობა, ძალიან მადლობელნი ვიქნებით“, – განაცხადა ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტის წევრებისადმი გუშინდელი მიმართვისას.