ავსტრალიის პრემიერი - აშშ-ის ტარიფები სრულიად გაუმართლებელია, ეს არ არის მეგობრის ქმედება
ტარიფები სრულიად გაუმართლებელია, ეს არ არის მეგობრის ქმედება, – ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანესმა განაცხადა.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სავაჭრო ტარიფები სრულიად გაუმართლებელია და შეცვლის ორი ქვეყნის ურთიერთობის აღქმას. ავსტრალიას, რომელიც აშშ-ის ახლო მოკავშირეა, ათპროცენტიანი ტარიფი დაუწესდა.
„ეს ტარიფები მოულოდნელი არ იყო, მაგრამ მინდა, ნათელი ვიყო – ისინი სრულიად დაუსაბუთებელია. ეს არ არის მეგობრის ქმედება. დღევანდელი გადაწყვეტილება გაურკვევლობას გაზრდის გლობალურ ეკონომიკაში და ეს გაზრდის ხარჯებს ამერიკული ოჯახებისთვის“, – განაცხადა ალბანესმა.
ალბანესის თქმით, ავსტრალიასა და აშშ-ს შორის საერთო ისტორია, მეგობრობა და ალიანსი „უფრო დიდია, ვიდრე ცუდი გადაწყვეტილება“, მაგრამ ამ ნაბიჯმა, შეიძლება, შეცვალოს ავსტრალიელების წარმოდგენები ქვეყნის აშშ-თან ურთიერთობების შესახებ.
ამასთან, ალბანესმა გამორიცხა შეერთებულ შტატების მიმართ რამე საპასუხო ტარიფების დაწესება.