ავსტრალიის ღიაზე, შესაძლოა, კვალიფიკაცია გააუქმონ
ავსტრალიის ღიაზე, შესაძლოა, კვალიფიკაცია გააუქმონ

„დიდი სლემის“ რიგით პირველი ტურნირის – ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორები განიხილავენ 2021 წლის ჩემპიონატზე კვალიფიკაციის გაუქმების ვარიანტს.

ვარაუდობენ, რომ ტურნირის სტარტი მაქსიმუმ ერთი კვირით გადაიწიოს. ავსტრალიის ღიას დაწყების თავდაპირველი თარიღი – 18 იანვარია.

ასევე განიხილავენ ჩოგბურთელების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ ორკვირიანი კარანტინის წესთან დაკავშირებულ სიტუაციასა და მისი შემსუბუქების ვარიანტებს.

ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს უახლოეს მომავალში მიიღებენ. ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა, შესაძლოა, თებერვალში ან მარტში გადაიტანონ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მოქმედი ჩემპიონები არიან – სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ამერიკელი სოფია კენინი.