ავსტრალიის ღიაზე ოქსანა​ კალაშნიკოვაც ითამაშებს
ავსტრალიის ღიაზე ოქსანა​ კალაშნიკოვაც ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილის გარდა, „დიდი სლემის“ რიგით პირველ ტურნირზე – ავსტრალიის ღია პირველობაზე კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი, ოქსანა კალაშნიკოვა ითამაშებს. ის ამერიკელ ვარვარა ლეპჩენკოს შეუწყვილდა და მელბურნში წყვილთა თანრიგში გამოვა.

უკვე ცნობილია ქართულ-ამერიკული დუეტის პირველი მეტოქე – ეს არის ჩინური წყვილი იაფან ვანგისა და კიან ვანგის შემადგენლობით.
ტაჯიკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დაბადებული უკრაინული წარმოშობის ვარვარა ლეპეჩენკოს წყვილებში თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია. 2013 წელს ის ჩინელ სასაი ჟანგთან ერთად ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში იყო გასული, იმავე წელს კი როლან გაროსის მეოთხედფინალამდეც მიღწია.

რაც შეეხება კალაშნიკოვას, „დიდ სლემზე“ წყვილებში მისი საუკეთესო შედეგი იყო 1/16 ფინალში გასვლა ავსტრალიის ღიასა (2016) და როლან გაროსზე (2013).

დატოვე კომენტარი