ავსტრალიის ღიას საპრიზო ფონდი 71 მილიონამდე გაიზარდა - ეს ტურნირის რეკორდია
ავსტრალიის ღიას საპრიზო ფონდი 71 მილიონამდე გაიზარდა - ეს ტურნირის რეკორდია

„დიდი სლემის“ პირველი ტურნირის – ავსტრალიის ღია პირველობის 2020 წლის გათამაშების საპრიზო ფონდი სარეკორდო 71 მილიონ დოლარს გაუტოლდება. შარშანდელთან შედარებით, ეს რიცხვი 13.6 პროცენტამდეა გაზრდილი.

„ყოველთვის ვისწრაფით ჩოგბურთელების პირობების გასაუმჯობესებლად. 2007 წლიდან მოყოლებული, საპრიზო ფონდი გასამმაგდა – 20 მილიონიდან 71 მილიონამდე გაიზარდა“, – განაცხადა ტურნირის დირექტორმა კრეიგ ტილიმ.

პირველ წრეში წაგებული მიიღებს 90 ათას დოლარს, მეორე წრეში გასვლისთვის დაწესებულია – 128 ათასი. ნახევარფინალისტი იღებს 1.04 მილიონს. მამაკაცებისა და ქალების ერთეულთა ტურნირებზე გამარჯვებულები ერთნაირ თანხას მიიღებენ – 4.1 მილიონ დოლარს.

2019 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულები იყვნენ – სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და იაპონელი ნაომი ოსაკა.

2020 წელს ავსტრალიის ღია 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე გაიმართება.