ავსტრალიის ღიას ორგანიზატორები ნბა-ს მიბაძავენ
ავსტრალიის ღიას ორგანიზატორები ნბა-ს მიბაძავენ

ავსტრალიის ღია პირველობის დირექტორმა კრეიგ ტილიმ ილაპარაკა იმ პირობებზე, რომლის მიხედვითაც იგეგმება ტურნირის გამართვა 2021 წელს. მისი სიტყვებით, ქვეყანა უზრუნველყოფს ხუთ ტერიტორიას, რომელშიც იცხოვრებენ ჩოგბურთელები. უსაფრთხოების ამგვარ ზომებს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მიიღებენ.

„ჩვენ გავხსნით „ბიო-ზონებს“ დეკემბრის დასაწყისში. მოთამაშეებს იქ ჩასვლა ნებისმიერ დროს შეეძლებათ. როცა ისინი ავსტრალიაში ჩამოვლენ, არ მოუწევთ 14-დღიანი კარანტინის გავლა. ამ „ბიო-ზონების“ წყალობით, ამისგან თავისუფალნი ვიქნებით.

ყოველ წელს ვამბობთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა – ეს „ბედნიერი ტურნირია“, მაგრამ ახლა ვამატებთ, რომ ეს ასევე არის უსაფრთხო ტურნირი“, – განუცხადა სააგენტო „როიტერს“ ტილიმ.

მანვე ასევე დააზუსტა, რომ ტურნირი მაყურებლების თანდასწრებით ჩაივლის – სულ 400 ათასი ფანის სტუმრობაა დაგეგმილი.

ჩოგბურთელებისთვის საცხოვრებენ და სავარჯიშო ზონებს გახსნიან პერტში, ბრისბენში, სიდნეიში, ადელაიდსა და მელბურნში. ეს იქნება დაახლოებით ისეთი ტერიტორია, როგორშიც ახლა NBA-ის კალათბურთელები თამაშობენ.