ავსტრალიის ღიას ჩემპიონები 2.7 მილიონ დოლარს მიიღებენ #1TVSPORT
ავსტრალიის ღიას ჩემპიონები 2.7 მილიონ დოლარს მიიღებენ #1TVSPORT

ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებმა 2026 წლის გათამაშების საპრიზო ფონდის ოდენობის შესახებ გამოაცხადეს.

საერთო საპრიზო ფონდი 74,9 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც შარშანდელთან შედარებით 16 პროცენტით არის გაზრდილი.

ტურნირის გამარჯვებული როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს შორის 2.7 მილიონ ევროს მიიღებს – 19 პროცენტით მეტს, ვიდრე შარშან. პირველი წრიდან გავარდნის შემდეგ ჩოგბურთელი 100 ათას დოლარს გამოიმუშავებს.

ავსტრალიის ღია პირველობა 19 იანვრიდან 1 თებერვლამდე გაიმართება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონები არიან ამერიკელი მედისონ კისი და იტალიელი იანიკ სინერი.