ავსტრალიის ღია – VIII დღე – სერენა უილიამსმა სიმონა ჰალეპი დაამარცხა და ბოლო მეოთხედფინალისტი გახდა

14:11, 21.01.2019
MELBOURNE, AUSTRALIA - JANUARY 21:  Serena Williams of the United States reacts in her fourth round match against Simona Halep of Romania during day eight of the 2019 Australian Open at Melbourne Park on January 21, 2019 in Melbourne, Australia.  (Photo by Scott Barbour/Getty Images)

ავსტრალიის ღია პირველობის მერვე დღის ცენტრალურ მატჩში ამერიკელმა სერენა უილიამსმა WTA-ის კლასიფიკაციის პირველი ჩოგანი, რუმინელი სიმონა ჰალეპი დაამარცხა და ბოლო მეოთხედფინალისტი გახდა. საათი და 48 წუთი ბრძოლის შემდეგ, ამერიკელმა 6:1, 4:6, 6:4 გაიმარჯვა.

სიმონა ჰალეპმა პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, რასაც სერენამ ზედიზედ ექვსი გეიმის აღებით უპასუხა და ამერიკელმა პირველი სეტი მოიგო.

სერენა მატჩი გამარჯვებას მიუახლოვდა, როცა მეორე პარტიაში ბრეიკით დაწინაურება მოახერხა, თუმცა, ჰალეპმა შეაჩერა მეტოქის ფანტასტიკური სვლა – ჯერ უკუბრეიკი შეასრულა, შემდეგ კი მეორე ბრეიკიც აიღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტის კულმინაცია გახდა მეექვსე გეიმი, რომელშიც ჰალეპს სამჯერ შეეძლო ბრეიკის შესრულება და 4:2 დაწინაურება, მაგრამ უილიამსმა სამივე საფრთხე მოგერია, მომდევნო გეიმში კი თავად აიღო მეტოქის მოწოდება და მალე მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. სერენამ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და პირველივე მატჩბოლზე გაიფორმა მეოთხედფინალის საგზური. ამ ეტაპზე ამერიკელი ჩეხ კაროლინა პლიშკოვას შეხვდება.

მსგავსი