ავსტრალიის ღია - VIII დღე - ნაომი ოსაკა სვიტოლინაზე გავიდა
ავსტრალიის ღია - VIII დღე - ნაომი ოსაკა სვიტოლინაზე გავიდა

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე მესამე მეოთხედფინალური წყვილი დაკომპლექტდა.

უკრაინელი ელინა სვიტოლინას წინააღმდეგ თამაშის უფლება აშშ-ის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა, იაპონელმა ნაომი ოსაკამ მოიპოვა. მან საათსა და 50 წუთში, სამ სეტში მოუგო ლატვიელ ანასტასია სევასტოვას – 4:6, 6:3, 6:4. იაპონელისთვის ეს „დიდი სლემის ტურნირებზე“ ზედიზედ მე-11 მოგებული მატჩი იყო.

აღსანიშნავია, რომ სევასტოვამ ბრეიკ-პოინტების რაოდენობით დიდად აჯობა მეტოქეს – ათი შანსი ჰქონდა, ოსაკას მხოლოდ ოთხი. მაგრამ იაპონელმა სამჯერ მოიგო მოწინააღმდეგის გეიმი, ლატვიელმა კი ორჯერ.

ოსაკა ძალიან აქტიურად თამაშობდა და ჯამში 51 „ვინერსი“ დააგროვა, მაგრამ, ამასთან, ძალიან ბევრი – 43 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.