ავსტრალიის ღია - V დღე - ჯოკოვიჩმა ტურნირზე პირველი სეტი წააგო, მაგრმ მერვედფინალში გავიდა
ავსტრალიის ღია - V დღე - ჯოკოვიჩმა ტურნირზე პირველი სეტი წააგო, მაგრმ მერვედფინალში გავიდა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველად წააგო სეტი ავსტრალიის ღია პირველობაზე, მაგრამ მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

სერბი ფავორიტი კანადელ დენის შაპოვალოვს ხვდებოდა და სამ სეტში იოლ მოგებამდე მიჰყავდა მატჩი, მაგრამ მესამე სეტში 4:1-ზე ჯოკოვიჩმა ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო და პარტია მეტოქეს დაუთმო.

თუმცა, მეოთხე სეტში ყველაფერი თავის ადგილას დადგა – მესამე სეტის წაგებით გაბრაზებულმა ჯოკოვიჩმა არც ერთი გეიმი აღარ მისცა კანადელს და ორ საათსა და 24 წუთში 6:3, 6:4, 4:6, 6:0 მოიგო.

მერვედფინალში რეიტინგის ლიდერის მეტოქე რუსი დანიილ მედვედევი იქნება, რომელმაც ბელგიელ დავიდ გოფენს სამ სეტში მოუგო.