ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა დოპინგის ტესტი ვერ გაიარა
ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა დოპინგის ტესტი ვერ გაიარა

ამერიკელი ჩოგბურთელი ებიგეილ სპირსი ტურნირებს ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის დროებით ჩამოშორებულია, – წერს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი. ეს გადაწყვეტილება ძალაში 7 ნოემბერს შევიდა. ჩოგბურთელს დისკვალიფიკაცია არ გაუპროტესტებია.

დადებითი შედეგი აჩვენა დოპინგ-ტესტმა, რომელიც 38 წლის ამერიკელმა 2019 წლის 31 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის დროს ჩააბარა. მის ორგანიზმში აღმოაჩინეს ტესტოსტერონისა და პრასტერონის კვალი. 28 ოქტომბერს, სპირსს ბრალი ანტისადოპინგო წესების დარღვევაში ოფიციალურად წაუყენეს.

სპირსს WTA-ის დონეზე 21 ტურნირის აქვს მოგებული წყვილებში. 2017 წელს კი მიქსტში ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა.