ავსტრალიის ღია პირველობა - რაფაელ ნადალი „მელბურნ პარკის“ დაცვამ გასახდელში არ შეუშვა
ავსტრალიის ღია პირველობა - რაფაელ ნადალი „მელბურნ პარკის“ დაცვამ გასახდელში არ შეუშვა

როგორც ჩანს, ავსტრალიის ღია პირველობაზე უსაფრთხოების აგენტები განსაკუთრებულად პრინციპულები არიან: ნორმები ყველამ უნდა შეასრულოს და გამონაკლისი არ დაიშვება, თუნდაც რაფაელ ნადალი ან როჯერ ფედერერი იყო.

ის, რაც 2019 წელს შვეიცარიელს დაემართა, ახლა თავის თავზე გამოსცადა ესპანელმა – სტადიონ „მელბურნ პარკის“ გასახდელში ნადალი იმის გამო არ შეუშვეს, რომ აკრედიტაციის დამადასტურებელი საბუთი თან არ ჰქონდა.

შვეიცარიელს შარშან ლოდინი დასჭირდა, სანამ მისი გუნდის წევრი საბუთს მოუტანდა, ნადალს კი მეტი იღბალი აღმოაჩნდა, რადგან მეორე უსაფრთხოების აგენტმა მისთვის გამონაკლისის დაშვება გადაწყვიტა.

არაფერი პირადული. ნადალსაც და ფედერერსაც ყველა იცნობს, მაგრამ ყველა თავის საქმეს აკეთებს. როგორც ჩანს, ნადალს ეს კარგად ესმის, რადგან ამ მცირე გაუგებრობას ღიმილით შეხვდა.