ავსტრალიის ღია პირველობა 2021 წელს შეიძლება არ გაიმართოს
ავსტრალიის ღია პირველობა 2021 წელს შეიძლება არ გაიმართოს

„დიდი სლემის“ ტურნირის ავსტრალიის ღია პირველობის დირექტორმა კრეიგ ტილიმ 2021 წელს ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობაზე იმსჯელა.

„თუ მოთამაშეებს მოუწევს კარანტინში წასვლა და ზედ ტურნირის სტარტის წინ ორი კვირა უსაქმოდ ყოფნა, ავსტრალიის ღია არ გაიმართება. არ შეიძლება ჩოგბურთელებს მოთხოვო „დიდი სლემის“ ტურნირზე გამოსვლა ორკვირიანი კარანტინის შემდეგ.

დღეს სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ საზღვრები ძველებურად დაკეტილია. ვგეგმავთ, რომ ტურნირისთვის გაიხსნას საზღვრები. ვმუშაობთ ყველა შტატის მთავრობასთან, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რათა ჩვენს მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცის ქვეშ მოთამაშეებმა შეძლონ ვარჯიში და სასტუმროსა და კორტებს შორის გადაადგილება.

ცოტა დრო გვრჩება. გვჭირდება მთავრობისგან და ჯანდაცვის ორგანებისგან გარანტიები. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში უნდა ვიცოდეთ – გახსნიან თუ არა საზღვრებს და შევძლებთ თუ არა ტურნირის ჩატარებას“, – განაცხადა ავსტრალიურ პრესაში ტილიმ.