ავსტრალიის ღია - ნაომი ოსაკამ სერენა უილიამსი ორ სეტში დაამარცხა და „დიდი სლემის“ ტურნირებზე მეოთხედ გავიდა ფინალში
ავსტრალიის ღია - ნაომი ოსაკამ სერენა უილიამსი ორ სეტში დაამარცხა და „დიდი სლემის“ ტურნირებზე მეოთხედ გავიდა ფინალში

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა იაპონელი ნაომი ოსაკა. მსოფლიოს მესამე ჩოგანმა ორ სეტში დაამარცხა ამერიკელი სერენა უილიამსი – 6:3, 6:4. შეხვედრა საათი და 16 წუთი გაგრძელდა.

ოსაკამ 100 პროცენტით გამოიყენა ბრეიკ-პოინტის შანსები – ოთხიდან ოთხი. სერენას უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ შვიდიდან მხოლოდ ორი შანსის გამოყენება შეძლო.

პირველი სეტი უილიამსის ბრეიკით დაიწყო, შემდეგ კიდევ ორჯერ ჰქონდა მეტოქის გეიმის აღების შესაძლებლობა, მაგრამ ოსაკამ ეს საფრთხეები მოიგერია და თან ორი ბრეიკიც შეასრულა, რითაც სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში უკვე ოსაკამ შეძლო პირველივე გეიმში მეტოქის მოწოდების აღება და დამაჯერებლად მიდიოდა მოგებისკენ – სერენას თავის გეიმებში შანსს არ აძლევდა. თუმცა, მერვე გეიმში ამერიკელმა მაინც შეძლო უკუბრეიკის შესრულება და ანგარიში გაათანაბრა. ამას მოჰყვა ოსაკას მხრიდან „მშრალი“ ანგარიშით სერენას გეიმის მოგება, რის შემდეგაც იაპონელმა მატჩზე ჩაწოდება შეძლო.

ოსაკა მეოთხედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების ფინალში. წინა სამი ფინალი მას მოგებული აქვს – 2008 და 2009 წლებში აშშ-ის ღია პირველობაზე და 2009 წელს ავსტრალიის ღიაზე. საერთოდ, ნაომი ოსაკას „დიდი სლემის“ ტურნირებზე 11-დან 11 მატჩი აქვს მოგებული იმ დროს, როცა მეოთხედფინალურ ეტაპზე ხვდებოდა.

ოსაკასთან წაგებით სერენა უილიამსმა შეწყვიტა ბრწყინვალე სერია ავსტრალიის ღიაზე – ამ ტურნირზე მას რვიდან რვა ნახევარფინალი ჰქონდა მოგებული.