ავსტრალიის ღია, მესამე დღე - სერენა უილიამსმა მეორე იოლი მატჩი მოიგო
ავსტრალიის ღია, მესამე დღე - სერენა უილიამსმა მეორე იოლი მატჩი მოიგო

ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრე დაიწყო. ქალთა ტურნირზე ერთ-ერთმა პირველმა მესამე რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა სერენა უილიამსმა. ამერიკელმა ძალიან იოლად დაამარცხა მსოფლიოს 99-ე ჩოგანი, სერბი ნინა სტოიანოვიჩი – 6:3, 6:0.

შეხვედრა საათი და 10 წუთი გაგრძელდა. სერენამ ექვსი ეისი ჩააწოდა, ცხრიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მეტოქის სამიდან სამი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და პირველ მოწოდებაზე მხოლოდ ოთხი ქულა დათმო. ამერიკელს 27 „ვინერსი“ ჰქონდა და მხოლოდ 11 შეცდომა დაუშვა.

მესამე წრეში უილიამსი რუს ანასტასია პოტაპოვას შეხვდება, რომელმაც ორ სეტში უნგრელ ტიმეა ბაბოშს მოუგო.