ავსტრალიის ღია - IX დღე - პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტებულია
ავსტრალიის ღია - IX დღე - პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტებულია

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა.

ამერიკელი დანიელ კოლინზის წინააღმდეგ თამაშის უფლება მოიპოვა ჩეხმა პეტრა კვიტოვამ, რომელმაც მეოთხედფინალში ავსტრალიელი ეშლი ბარტი დაამარცხა – 6:1, 6:4. ამისთვის ჩეხს სულ რაღაც ერთი საათი და 10 წუთი დასჭირდა.

კვიტოვამ, პირველ რიგში, კარგად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე და ერთი ბრეიკის საშუალებაც არ მისცა მასპინძელს. ბარტის სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ეს შანსები ვერ გამოიყენა, კვიტოვამ კი სამი ბრეიკი იკმარა და შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში დაბრუნდა.