ავსტრალიის ღია IV დღე - ცენტრალური მატჩი რაონიჩმა მოიგო
ავსტრალიის ღია IV დღე - ცენტრალური მატჩი რაონიჩმა მოიგო

ხუთშაბათს, ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრე სრულდება. მეოთხე სათამაშო დღის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მამაკაცთა ბადეში შედგა – კანადელი მილოშ რაონიჩი შვეიცარიელ სტენ ვავრინკას ხვდებოდა.

თამაში ოთხი საათი და შვიდი წუთი გაგრძელდა და რაონიჩის ოთხ სეტში მოგებით დასრულდა – 6:7(4), 7:6(6), 7:6(11), 7:6(5). კანადელი ფლობდა მატჩში მცირე უპირატესობას – ეისებში 37:28 მეტოქეს მოუგო, პირველი (83-82%) და მეორე (58-57%) მოწოდებით აღებულ ქულებში თითო პროცენტით უკეთესი იყო, შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა სამის წინააღმდეგ (ორივემ ორ-ორი ბრეიკი შეასრულა) და 10 „ვინერსით“ (64,54) მეტი შეასრულა. თუმცა, ვავრინკას რეალური შანსი ჰქონდა მატჩის მეხუთე სეტში გადასაყვანად, მაგრამ მეოთხე პარტიაში 5:3-ზე სეტზე ვერ ჩააწოდა და შემდეგ ტაი-ბრეიკი წააგო.

რაონიჩი მესამე წრეში ფრანგ პიერ-უგ ერბერს შეხვდება.

დატოვე კომენტარი