ავსტრალიის ღია - III დღე - რაფაელ ნადალი მესამე წრეში იოლად გავიდა
ავსტრალიის ღია - III დღე - რაფაელ ნადალი მესამე წრეში იოლად გავიდა

ავსტრალიის ღია პირველობაზე მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა მეორე მატჩი მოიგო. ის კლასიფიკაციის 48-ე ნომერს, ავსტრალიელ მეტიუ ებდენს ხვდებოდა.

მასპინძელი ჩოგბურთელი პრაქტიკულად უშანსოდ იყო ნადალის წინააღმდეგ. ებდენმა ჯამში ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა. რაფამ კი ცხრა ბრეიკ-პოინტიდან ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. ესპანელი შეუდარებელი იყო პირველ მოწოდებაზე – ქულების 81 პროცენტი მოიგო, აგრეთვე, ძალიან საიმედოდ ითამაშა – მხოლოდ 15 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

საბოლოოდ, ნადალმა საათსა და 58 წუთში 6:3, 6:2, 6:2 მოიგო.

ესპანელს მესამე წრეშიც ავსტრალიელი მეტოქე ეყოლება – მსოფლიოს ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავად მონათლული ალექს დე მინორი.