ავსტრალიის ღია - II დღე - რუსების პირველმა ნომერმა ზედიზედ 12 გეიმი წააგო
ავსტრალიის ღია - II დღე - რუსების პირველმა ნომერმა ზედიზედ 12 გეიმი წააგო

ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში კრახი განიცადა ქალებს შორის რუსების პირველმა ნომერმა, მსოფლიოს მეათე ჩოგანმა დარია კასატკინამ.

რუსი მსოფლიოს 154-ე ჩოგანთან, შვეიცარიელ ტიმეა ბაშინსკისთან 3:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც ზედიზედ 12 გეიმი წააგო და 55 წუთში 3:6 0:6 დამარცხდა.

კასატკინას შეხვედრაში ცხრა ორმაგი შეცდომა დაუგროვდა, ბაშჩინსკის კი ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის შთამბეჭდავი რეალიზაცია ჰქონდა – შვიდიდან ექვსი.