ავსტრალიის ღია, I დღე - ოსაკამ პირველ წრეში მხოლოდ სამი გეიმი დათმო [ვიდეო]
ავსტრალიის ღია, I დღე - ოსაკამ პირველ წრეში მხოლოდ სამი გეიმი დათმო [ვიდეო]

მელბურნში 2021 წელს „დიდი სლემის“ პირველი ტურნირი – ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო.

ქალთა ტურნირის ფავორიტებს შორის პირველმა იაპონელმა ნაომი ოსაკამ გაიკვლია გზა მეორე წრეში. მსოფლიოს მესამე ჩოგანი გამოცდილ რუსს ანასტასია პავლიუჩენკოვას ხვდებოდა და საათსა და 10 წუთში ძალიან იოლად გაიმარჯვა – 6:1, 6:2.

იაპონელმა ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის ძალიან კარგი პროცენტი აჩვენა – შვიდიდან ხუთი შანსი გამიყენა, პავლიუჩენკოვამ – ორიდან ერთი. ოსაკას 18 „ვინერსი“ ჰქონდა და მხოლოდ 11 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

უკვე ცნობილია ნაომის მეტოქე მეორე წრეში – ეს არის ფრანგი კაროლინ გარსია, რომელმაც 7:6(6), 6:3 დაამარცხა სლოვენიელი პოლინა ჰერცოგი.