ავსტრალიის ღია 2025, ქალები - დაკომპლექტდა 1/2-ფინალის წყვილები #1TVSPORT
ავსტრალიის ღია პირველობაზე დასრულდა ქალთა ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპი და დაკომპლექტდა ნახევარფინალური წყვილები.
ბოლო მეოთხედფინალში პოლონელმა იგა შვიოტეკმა 6:1, 6:2 დაამარცხა ამერიკელი ემა ნავარო. შვიოტეკი ბრწყინვალე ფორმაშია. გზად ნახევარფინალამდე მან მხოლოდ 14 გეიმი წააგო, რაც მეოთხე შედეგია ავსტრალიის ღია პირველობის ისტორიაში. უფრო ნაკლები გეიმი ნახევარფინალამდე წააგეს შტეფი გრაფმა (1989 წელი, 13 გეიმი), მონიკა სელეშმა (1991 წელი, 12 გეიმი) და მარია შარაპოვამ (2013 წელი, 9 გეიმი).
ნახევარფინალში შვიოტეკი კიდევ ერთ ამერიკელს, მედისონ კისს შეხვდება. ორივენი კარიერაში მეშვიდედ ითამაშებენ „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალურ ეტაპზე.
1/4-ფინალი
საბალენკა (1)-პავლიუჩენკოვა (27) 6:2, 2:6, 6:3
გაუფი (აშშ, 3)-ბადოსა (ესპანეთი, 11) 5:7, 4:6
კისი (აშშ, 19)-სვიტოლინა (უკრაინა, 28) 3:6, 6:3, 6:4
ნავარო (აშშ, 8)-შვიოტეკი (პოლონეთი, 2) 1:6, 2:6
1/2-ფინალი
საბალენკა (1)-ბადოსა (ესპანეთი, 11)
კისი (აშშ, 19)-შვიოტეკი (პოლონეთი, 2)