ავსტრალიის ღია 2022 - ზვერევი მცირე სათამაშო პრობლემებით 1/16 ფინალში გავიდა  #1TVSPORT
ავსტრალიის ღია 2022 - ზვერევი მცირე სათამაშო პრობლემებით 1/16 ფინალში გავიდა  #1TVSPORT

ავსტრალიის ღიას მესამე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა ტურნირის მესამე ნომერმა ალექსანდრ ზვერევმა. გერმანელმა ჩოგბურთელმა დაამარცხა ავსტრალიელი ჯონ მილმენი – 6:4, 6:4, 6:0.

მასპინძელმა პირველ ორ სეტში შეძლო მეტნაკლებად წინააღმდეგობის გაწევა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტისთვის, მაგრამ მესამე სეტში მხოლოდ ცხრა გათამაშება მოიგო და ფაქტობრივად დანებდა მეტოქეს. თავად ზვერევს არ ჰქონია იდეალური თამაში. შვიდი ორმაგი შეცდომა დაუშვა, მეორე მოწოდებაზე ქულების მხოლოდ 29 პროცენტი აიღო და უნებლიე შეცდომა (38) უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე „ვინერსი“ (37).

1/16 ფინალში ზვერევის მეტოქე მოლდოველი რადუ ალბოტი იქნება.

მესამე სათამაშო დღეს ერთი მოულოდნელობა მოხდა – წააგო მსოფლიოს მე-11 ჩოგანმა ჰუბერტ ჰურკაჩმა. პოლონელი სამ სეტში დამარცხდა ფრანფ ადრიან მანარინოსთან – 4:6, 2:6, 3:6. ჰურკაჩმა ათიდან მხოლოდ ერთი ბრეიკპოინტის გამოყენება შეძლო, მისმა მეტოქემ – 14-დან ექვსის.

მესამე სათამაშო დღის შემდეგ ცნობილია 1/16 ფინალის რვა წყვილი:

სონეგო (25)-კეჩმანოვიჩი

გარინი (16)-მონფილსი (17)

კარენიო ბუსტა (19)-კორდა

ბერეტინი (7)-ალკარასი (31)

ზვერევი (3)-ალბოტი

შაპოვალოვი (14)-ოპელკა (23)

კარაცევი (18)-მანარინო

ნადალი (3)-ხაჩანოვი (28)

დატოვე კომენტარი