ავსტრალიის ღია 2022 - ეკატერინე გორგოძემ და ირინა ბარამ წყვილთა ტურნირის პირველი წრე დათმეს #1TVSPORT
ავსტრალიის ღია 2022 - ეკატერინე გორგოძემ და ირინა ბარამ წყვილთა ტურნირის პირველი წრე დათმეს #1TVSPORT

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა წყვილების ტურნირის პირველ წრეში დამარცხდა ეკატერინე გორგოძე. რუმინელ მარია ირინა ბარასთან დუეტში ქართველმა ორ სეტში დათმო შეხვედრა ჩეხებთან – მარია ბუზკოვასთან და ლუსი ჰრადეცკასთან. მატჩი საათი და 16 წუთი გაგრძელდა და საბოლოო ანგარიშია – 6:3, 6:4.

ბარასა და გორგოძეს მეორე სეტის მოგების რეალური შანსი ჰქონდათ, როცა 4:2 გავიდნენ წინ, მაგრამ ამას ჩეხების მხრიდან ზედიზედ ოთხი გეიმის მოგება მოჰყვა.

ქართველმა და რუმინელმა ხუთი ბრეიკპოინტი გამოიმუშავეს და ორი გამოიყენეს. მათმა მეტოქეებმა ექვსი ბრეიკპოინტიდან ოთხი ბრეიკი შეასრულეს.

ბუზკოვა და ჰრადეცკა წყვილთა ტურნირზე მეათე ნომრად არიან განთესილები.