ავსტრალიის ღია 2020 – ვოზნიაცკიმ ორი წაგებული სეტი გადაარჩინა და მესამე წრეში გავიდა

11:18, 22.01.2020

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ კარიერა მინიმუმ ერთი მატჩით გაახანგრძლივა. დანიელი ბოლო ტურნირს თამაშობს კარიერაში და მეორე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა.

სკანდინავიელის მეტოქე მსოფლიოს 23-ე ნომერი, უკრაინელი დაიანა იასტრემსკა იყო. ვოზნიაცკის ორი რთული სეტის გადატანა მოუწია. პირველ სეტში დანიელი ორმაგი ბრეიკით აგებდა – 1:5, მაგრამ ზედიზედ ექვსი გეიმი მოიგო. მეორე პარტიაშიც იგივე სცენარი განმეორდა – იასტრემსკამ ისევ ორმაგი ბრეიკით დაწინაურება მოახერხა, ვოზნიაცკიმ ისევ გაათანაბრა ანგარიში, ბოლოს კი მეექვსე მატჩბოლზე შეძლო ორსაათიანი თრილერის მოგება.

ვოზნიაცკის არ უვარგოდა მეორე მოწოდება – მხოლოდ ცხრა ქულა მოიგო, სამაგიეროდ, საიმედოდ თამაშობდა და მხოლოდ 15 უნებლიე შეცდომა დაუშვა. მის მეტოქეს ასეთი 47 შეცდომა ჰქონდა.

მესამე წრეში ვოზნიაცკი ტუნისელ ონს ჟაბორს შეხვდება.

მსგავსი