ავსტრალიის ღია 2020 - ვოზნიაცკიმ კარიერის ბოლო ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო
ავსტრალიის ღია 2020 - ვოზნიაცკიმ კარიერის ბოლო ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო

ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებაში დიდი ყურადღება არის მიპყრობილი დანიელი კაროლინ ვოზნიაცკის მიმართ. ტურნირის ყოფილი ჩემპიონი კარიერაში ბოლო ტურნირს ატარებს – ავსტრალიის შემდეგ, სკანდინავიელი ასრულებს ჩოგბურთის თამაშს.

პირველ წრეში ვოზნიაცკი ეთამაშებოდა ამერიკელ კრისტი ანს და საათსა და 26 წუთში დაამარცხა – 6:1, 6:3.

პირველ სეტში დანიელმა 25 წუთში მოამთავრა საქმე ორი ბრეიკის წყალობით. მეორე სეტი საათზე მეტხანს გაგრძელდა, ამერიკელმა რამდენიმე გეიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწია მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, მაგალითად, პირველი გეიმი 20 წუთი გრძელდებოდა. თუმცა, საბოლოოდ, ანმა მეტოქის სამ ბრეიკს მხოლოდ ერთით უპასუხა.

ვოზნიაცკის მეტოქე მეორე წრეში სლოვენიელ კაია იუვანსა და უკრაინელ დიანა იასტრემსკას შორის მოგებული იქნება.