ავსტრალიის ღია 2020 - VIII დღის შედეგები, ქალები
ავსტრალიის ღია 2020 - VIII დღის შედეგები, ქალები

ავსტრალიის ღიაზე ქალთა ტურნირში ბევრი მოულოდნელობა ხდებოდა, რის შედეგად, მერვე სათამაშო დღის შემდეგ, მეოთხედფინალში მოხვდა ერთი განუთესავი ჩოგბურთელი, აგრეთვე, 28-ე და 30-ე ნომრებად განთესილი მოთამაშეები.

თუმცა, განუთესავი ჩოგბურთელი ესპანელი გარბინე მუგურუსა გახლავთ, რომელსაც „დიდი სლემის” ორი ტიტული აქვს მოგებული, შარშან ჩავარდნა ჰქონდა და ახლა იბრუნებს პოზიციებს.

1/8 ფინალი

კონტავეიტი (ესტონეთი, 28)-შვიატეკი (პოლონეთი) 6:7(4), 7:5, 7:5

ჰალეპი (რუმინეთი, 4)-მერტენსი (ბელგია, 16) 6:4, 6:4

მუგურუსა (ესპანეთი)-ბერტენსი (ჰოლანდია, 9) 6:3, 6:3

პავლიუჩენკოვა (რუსეთი, 30)-კერბერი (გერმანია, 17) 6:7(5), 7:6(4), 6:2