ავსტრალიის ღია 2020 - VIII დღის შედეგები, კაცები
ავსტრალიის ღია 2020 - VIII დღის შედეგები, კაცები

ავსტრალიის ღიაზე დასრულდა მერვედფინალური ეტაპი. მერვე სათამაშო დღეს ბოლო ოთხი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. მხოლოდ ერთმა ჩოგბურთელმა ვერ გაამართლა ფავორიტის სტატუსი – მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა დანიილ მედვედევმა ერთსეტიანი უპირატესობა გაანიავა შვეიცარიელ სტენ ვავრინკასთან.

ასევე აღსანიშნავია რაფაელ ნადალის მიერ წაგებული პირველი სეტი ტურნირზე და დომინიკ ტიმისა და ალექსანდრ ზვერევის დამაჯერებელი თამაში.

1/8 ფინალი

ნადალი (ესპანეთი, 1)-კირგიოსი (ავსტრალია, 23) 6:3, 3:6, 7:6(6), 7:6(4)

ვავრინკა (შვეიცარია, 15)-მედვედევი (რუსეთი, 4) 6:2, 2:6, 4:6, 7:6(2), 6:2

ტიმი (ავსტრია, 5)-მონფილსი (საფრანგეთი, 10) 6:2, 6:4, 6:4

ა. ზვერევი (გერმანია, 7)-რუბლიოვი (რუსეთი, 17) 6:4, 6:4, 6:4