ავსტრალიის ღია 2020 - VII დღის შედეგები (ქალები)
ავსტრალიის ღია 2020 - VII დღის შედეგები (ქალები)

ქალთა ტურნირზე პირველი ოთხი მეოთხედფინალი გაიმართა. ოთხიდან სამ მატჩში საჭირო გახდა სამი სეტის ჩატარება, აქედან ორში მოიგო იმ ჩოგბურთელმა, რომელმაც დათმო პირველი პარტია. პეტრა კვიტოვამ და სოფია კენინმა ტაი-ბრეიკზე წააგეს პირველი სეტები, მაგრამ შემდეგ კომფორტული უპირატესობით აჯობეს მეტოქეებს.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ ჩააგდო მეორე სეტი ალისონ რისკეს წინააღმდეგ, მაგრამ პირველ და მესამე სეტებში მისი უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა. და ბოლოს, ტუნისელმა ონს ჟაბორმა ორ სეტში მოუგო სერენა უილიამსის მძლეველს კიან ვანგს.

აღსანიშნავია, რომ კენინი და ჟაბორი პირველად ითამაშებენ „დიდი სლემის” ტურნირების მეოთხედფინალი.

VII დღის შედეგები (ქალები)

ბარტი (ავსტრალია, 1)-რისკე (აშშ, 18) 6:3, 1:6, 6:4

კვიტოვა (ჩეხეთი, 7)-საკარი (საბერძნეთი, 22) 6:7(4), 6:3, 6:2

კენინი (აშშ, 14)-გაუფი (აშშ) 6:7(5), 6:3, 6:0

ჟაბორი (ტუნისი)-კ. ვანგი (ჩინეთი, 27) 7:6(4), 6:1