ავსტრალიის ღია 2020 - VI დღის შედეგები, კაცები
ავსტრალიის ღია 2020 - VI დღის შედეგები, კაცები

ავსტრალიის ღია პირველობაზე დასრულდა 1/16 ფინალი. მეექვსე სათამაშო დღეს გაირკვნენ მერვედფინალისტები სატურნირო ბადის ზედა ნაწილში.

დღის ყველაზე დაძაბული მატჩი გაიმართა ავსტრალიელ ნიკ კირგიოსსა და რუს კარენ ხაჩანოვს შორის. კირგიოსმა მესამე და მეოთხე სეტებში მატჩპოინტები ვერ გამოიყენა, მეხუთე სეტის ტაი-ბრეიკში კი 7:8-ს აგებდა, მაგრამ ზედიზედ სამი ქულა აიღო და მაინც შეძლო მერვედფინალში გასვლა, სადაც მსოფლიოს პირველ ჩოგანს რაფაელ ნადალს შეხვდება.

ნადალი (ესპანეთი, 1)-კარენო ბუსტა (ესპანეთი, 27) 6:1, 6:2, 6:4

მედვედევი (რუსეთი, 4)-პოპირინი (ავსტრალია) 6:4, 6:3, 6:2

ტიმი (ავსტრია, 5)-ფრიტცი (აშშ, 29) 6:2, 6:4, 6:7(5), 6:4

ა. ზვერევი (გერმანია, 7)-ვერდასკო (ესპანეთი) 6:2, 6:2, 6:4

მონფილსი (საფრანგეთი, 10)-გულბისი (ლატვია) 7:6(2), 6:4, 6:3

რუბლიოვი (რუსეთი, 17)-გოფენი (ბელგია, 11) 2:6, 7:6(3), 6:4, 7:6(4)

ვავრინკა (შვეიცარია, 15)-ისნერი (აშშ, 19) 6:4, 6:1

კირგიოსი (ავსტრალია, 23)-ხაჩანოვი (რუსეთი, 16) 6:2, 7:6(5), 6:7(6), 6:7(7), 7:6(8)