ავსტრალიის ღია 2020 - მოქმედი ჩემპიონი 1/16 ფინალში გავიდა
ავსტრალიის ღია 2020 - მოქმედი ჩემპიონი 1/16 ფინალში გავიდა

ავსტრალიის ღიას პირველობაზე მეორე წრე დაიწყო და ერთ-ერთმა პირველმა მესამე რაუნდში ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, იაპონელმა ნაომი ოსაკამ გააღწია.

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა ვერ აჩვენა დამაჯერებელი თამაში ჩინელი სასაი ჟენგის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც მოიგო ორ სეტში – 6:2, 6:4.

ოსაკას სუსტი თამაში ჰქონდა საკუთარ მოწოდებაზე – არც ერთი ეისი არ ჩაუწოდებია, პირველი მოწოდებით ქულების 63 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 50. ამან მის მეტოქეს შვიდი ბრეიკ-პოინტი მისცა, რომელთანგანაც ჟენგმა სამი გამოიყენა. თავად ოსაკამ 12 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ექვსჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. იაპონელმა მატჩში 20 „ვინერსი” დააგროვა და ერთნახევარჯერ მეტი (30) ორმაგი შეცდომა დაუშვა.

მესამე წრეში ოსაკას მეტოქე რუმინელი სორანა კირსტეასა და 15 წლის ამერიკელი კოკო გაუფის შეხვედრაში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ გაუფმა პირველ წრეში ვინუს უილიამსი გამოთიშა ბრძოლას.