ავსტრალიის ღია 2020 - დომინიკ ტიმი მეორე ფინალისტი გახდა
ავსტრალიის ღია 2020 - დომინიკ ტიმი მეორე ფინალისტი გახდა

ავსტრალიის ღიას მამაკაცთა ტურნირის მეორე ფინალისტი ავსტრიელი დომინიკ ტიმი გახდა. მან ოთხ სეტში მოუგო გერმანელ ალექსანდრ ზვერევს – 3:6, 6:4, 7:6(3), 7:6(4). შეხვედრა სამი საათი და 34 წუთი გრძელდებოდა.

პირველი ორი სეტის გაცვლის შემდეგ, გარდამტეხი მომენტი მესამე სეტში მოხდა, რომელსაც ჯერ ბრეიკით ტიმი იგებდა, შემდეგ ზვერევმა უკუბრეიკი შეასრულა და მეცხრე გეიმში ორი სეტბოლი მოიპოვა, რომელიც ვერ გამოიყენა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც ავსტრიელი თავიდანვე დაწინაურდა და გერმანელმა მისი დაწევა ვერ შეძლო.

მეოთხე სეტში მეტოქეები ბრეიკ-პოინტამდე ვერ მივიდნენ და ისევ ტაი-ბრეიკი დაინიშნა, რომელიც კვლავ ტიმს დარჩა.

ავსტრიელი მესამედ ითამაშებს „დიდი სლემის” ტურნირის ფინალში. წინა ორი ფინალი მას როლან გაროსზე ჰქონდა და ორივეჯერ რაფაელ ნადალთან წააგო. კვირას, ტიმს გადამწყვეტი მატჩი ელოდება სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან.