ავსტრალიის ღია 2020 - ციციპასს პირველ წრეში იოლი გასეირნება ჰქონდა
ავსტრალიის ღია 2020 - ციციპასს პირველ წრეში იოლი გასეირნება ჰქონდა

ავსტრალიის ღიას ერთ-ერთმა ფავორიტმა სტეფანოს ციციპასმა პირველი წრის ბარიერი დამაჯერებლად გაიარა. წლის შემაჯამებელი ტურნირის ტრიუმფატორმა საათსა და 43 წუთში გაანადგურა იტალიელი სტეფანო კარუზო – 6:0, 6:2, 6:3.

მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა საკუთარ გეიმებში – პირველ მოწოდებაზე, სულ რაღაც სამი ქულა დათმო და მეტოქე ერთხელაც არ მიუშვა ბრეიკ-პოინტამდე. კარუზოს კი არ მისდიოდა თამაში თავის გეიმებში – პირველი მოწოდებით ქულების 56 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 32 პროცენტი. ციციპასი 13 ბრეიკ-პოინტამდე მივიდა და შვიდი ბრეიკი შეასრულა.

მეორე წრეში ბერძენის მეტოქე გამოცდილი გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი იქნება.