ავსტრალიის ღია 2020 - ალესანდრ ზვერევი 1/16 ფინალში ბასილაშვილს ელოდება
ავსტრალიის ღია 2020 - ალესანდრ ზვერევი 1/16 ფინალში ბასილაშვილს ელოდება

ავსტრალიის ღიაზე გამოსვლას აგრძელებს მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, რომელიც დიდ წინააღმდეგობას წააწყდა ბელარუსი იგორ გერასიმოვისგან, მაგრამ მაინც სამ სეტში მოიგო ორ საათსა და 20 წუთში – 7:6(5), 6:4, 7:5.

დომინის ტიმის მსგავსად, ზვერევსაც ჰქონდა ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის პრობლემა – 14-დან მხოლოდ სამი გამოიყენა, თუმცა, საკუთარ გეიმებში ითამაშა დამაჯერებლად – გერასიმოვს მხოლოდ ორი შანსი ჰქონდა და ერთი გამოიყენა.

ზვერევის მეტოქე 1/16 ფინალში ქართველი ნიკოლოზ ბასიაშვილისა და ესპანელი ფერნანდო ვერადსკოს მატჩში გაირკვევა.