ავსტრალიიდან „საბურთალოში“ - დარცმელია თბილისურ კლუბში ითამაშებს #1TVSPORT
ავსტრალიიდან „საბურთალოში“ - დარცმელია თბილისურ კლუბში ითამაშებს #1TVSPORT

ავსტრალიიდან დაბრუნებული ბექა დარცმელია „საბურთალოში“ ითამაშებს, – ინფორმაციას თბილისური კლუბი ავრცელებს.

„ბექა დარცმელია „საბურთალოში“ ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელი ბოლოს ავსტრალიური „ნიუკასლ ჯეტსის“ ღირსებას იცავდა. ბექა ჩვენს გუნდში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს“, – წერია „საბურთალოს“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ავსტრალიური „ნიუკასლ ჯეტსის“ პრესსამსახურმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველ ნახევარმცველსა და კლუბს შორის სამწლიანი კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

დარცმელია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში მატჩის ჩასატარებლად სამშობლოში იმყოფებოდა და „ნიუკასლ ჯეტსში“ აღარ დაბრუნდა. ბექა ავსტრალიურ კლუბში თბილისის „ლოკომოტივიდან“ 2022 წლის 28 აგვისტოს გადავიდა და 18 თამაშში ერთი გოლი გაიტანა.

22 წლის ფეხბურთელი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რამაზ სვანაძემ გამოიძახა, 26 მარტს ლატვიასთან მატჩის განაცხადშიც იყო, მაგრამ არ უთამაშია.