ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო შტატის დედაქალაქ მელბურნში კომენდანტის საათი დაწესდა​
ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო შტატის დედაქალაქ მელბურნში კომენდანტის საათი დაწესდა​

ავსტრალიაში,​ ვიქტორიის შტატში ადგილობრივმა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო შტატის დედაქალაქ მელბურნში კომენდანტის საათი დაწესდა. ავსტრალიის მასშტაბით ვიქტორიის შტატში კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

მელბურნში გასულ კვირას „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვიქტორიაში „კოვიდ-19“-ის 671 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა შვიდი ადამიანი.

„როიტერის“ ინფორმაციით, ადგილობრივი გადაცემისა და უცნობი წყაროდან ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, შტატში შეზღუდვები დააწესეს, რომლებიც ძალაში კიდევ ექვსი კვირის განმავლობაში იქნება. მელბურნში 20:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდება.

დატოვე კომენტარი