ავსტრალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შვიდი ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია
ავსტრალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შვიდი ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია

ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში ოსმინგტონის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შვიდი ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია.

პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ადგილზე აღმოჩენილია ორი იარაღი.

სამართალდამცველებმა შეტყობინება გამთენიისას, ამავე სახლის მაცხოვრებლისგან 05:00 საათისთვის მიიღეს, ადგილზე მისულებს კი ოჯახის წევრთა ცხედრები დახვდათ.

განიხილება მასობრივი მკვლელობისა და თვითმკვლელობის ვერსია.