ავსტრალიაში დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს დაესხა თავს
ავსტრალიაში დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს დაესხა თავს

ავსტრალიაში დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს თავს დაესხა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ამის შესახებ ვიქტორიის შტატის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

ქალაქ მელბურნში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებლუებიდან ორი პირის ჰოსპიტალიაზია გახდა საჭირო. ექიმების ცნობით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სუონსტონ სთრითის ქუჩაზე ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ თავდამსხმელის დაკავება მოახერხა. დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა მას გულმკერდის არეში ესროლეს.  ეჭვმიტანილი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

თავდასხმის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შტატის სამართალდამცავი უწყება შემთხვევის ტერორისტულ აქტთან კავშირს გამორიცხავს.