ავსტრალიაში ცნობილი ბონდის სანაპირო დახურეს
ავსტრალიაში ცნობილი ბონდის სანაპირო დახურეს

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ავსტრალიაში ცნობილი ბონდის სანაპირო დახურეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გადაწყვეტილება მთავრობამ იმის გამო მიიღო, რომ შეზღუდვების მიუხედავად, სანაპიროზე ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რიგები, რაც სანაპიროზე იდგა, დაუშვებელია.

ავსტრალიაში კორონავირუსით 874 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.