ავსტრალიაში ავტორბოლა კენგურუების გამო შეწყვიტეს (ვიდეო)
ავსტრალიაში ორგანიზატორებს გარკვეული ხნით მოუწიათ „ბატერსტის 12-საათიანი“ რბოლის შეწყვეტა. ამის მიზეზი გახდა ტრასაზე გამოვარდნილი ორი კენგურუ.
ყველა მძღოლს სასწრაფოდ მიაწოდეს ინფორმაცია ტრასაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ზოგიერთი პილოტი ნათურებს ანთებდა კენგურუების შესაშინებლად. რბოლა 20 წუთის შემდეგ განახლდა.
G’day Skip 🦘#B12hr pic.twitter.com/pBoR53SqdM
— Bathurst 12 Hour (@Bathurst12hour) January 31, 2020