ავსტრალიაში არაბულმაც გაიბრწყინა – ქართველის გუნდი სამეულში დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბაჩანა არაბულმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა „მაკარტურში“ და გუნდს ავსტრალიის ჩემპიონატში 3 ქულის მოპოვებასა და ლიდერთა სამეულში დაწინაურებაში დაეხმარა.
ავსტრალიის A ლიგის მე-9 ტურის მატჩში 28 წლის ქართველი თავდამსხმელი „მაკარტურის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „სიდნეისთან“ გასვლით მატჩში, შეუცვლელად ითამაშა და რაც მთავარია, დუბლი შეასრულა.
პირველი ტაიმის ბოლო წამებზე ანგარიში სწორედ ბაჩანა არაბულმა გახსნა. მეორე ნახევარში „სიდნეი“ კაცნაკლული დარჩა და „მაკარტურმა“ კიდევ ორი გოლის გატანა შეძლო. საბოლოო ანგარიში ისევ არაბულმა დააფიქსირა, რომელმაც მასპინძლებს 89-ე წუთზე გაუტანა და დუბლი შეასრულა 0:3.
𝐓𝐖𝐎 𝐈𝐍 𝐓𝐖𝐎 𝐅𝐎𝐑 𝐀𝐑𝐀𝐁𝐔𝐋𝐈 🐂🔥
The Georgian fires @mfcbulls into the lead on the stroke of half time!
Catch the second half LIVE on @10BoldAU 📺
Follow live: https://t.co/RmGSwhGOdx
#SYDvMAC #WeAreALeagues @IsuzuUTE pic.twitter.com/fBLcyadOQc— Isuzu UTE A-League (@aleaguemen) December 24, 2022
𝐒𝐓𝐀𝐓𝐄𝐌𝐄𝐍𝐓 𝐌𝐀𝐃𝐄 🚨🐂
Bachana Arabuli’s second of the afternoon caps a HUGE outing for @mfcbulls who run away 3-0 victors on the road 👊
Full time wrap: https://t.co/njvB3uBBR5
#SYDvMAC #WeAreALeagues @IsuzuUTE pic.twitter.com/5qjNnKVUBs— Isuzu UTE A-League (@aleaguemen) December 24, 2022
მოგებამ „მაკარტური“ 14 ქულით მესამე ადგილზე დააწინაურა და ლიდერ „მელბურნ სიტის“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ პირველადგილოსანს ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ბაჩანა არაბულმა „მაკარტურს“ გამარჯვება ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოუტანა – მის ანგარიშზე უკვე 3 გოლია.