ავსტრალიამ პლეიოფის საგზური გაინაღდა
ავსტრალიამ პლეიოფის საგზური გაინაღდა

ცნობილი გახდა მეშვიდე გუნდი, რომელმაც ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პლიოფის საგზური გაინაღდა.

რამდენიმე წუთის, წინ H ჯგუფის მორიგ შეხვედრაში, ავსტრალიამ სენეგალი 81-68 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ლემანისის გუნდში ყველაზე შედეგიანი 22 ქულით პატი მილსი გამოდგა. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ჯო ინგლესმა, რომელმაც 17 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. მას სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა.

აარონ ბეინსის ანგარიშზე 12 ქულაა. სენეგალელებს შორის ყველაზე შედეგიანი, 14 ქულით, ქსანე დალმეიდა გამოდგა. ამავე ჯგუფის მეორე მატჩი დღეს 15:30 წუთზე კანადასა და ლიეტუვას შორის შედგება.