ავსტრალია უკრაინას 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღით დაეხმარება

08:11, 01.03.2022

ავსტრალია უკრაინას 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღით დაეხმარება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, ავსტრალია უკრაინას ლეტალურ იარაღს, ასევე არალეტალურ დახმარების მიაწვდის.

„ჩვენ ვსაუბრობთ რაკეტებზე, აღჭურვილობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ მათ მიერ საკუთარი სამშობლოს თვადაცვაში დახმარებაზე“, – აღნიშნა სკოტ მორისონმა.

მორისონის თქმით, ავსტრალიის მთავრობა ასევე გაუგზავნის უკრაინას 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას.

მსგავსი