ავღანეთში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაკარგულად ითვლება
ავღანეთში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაკარგულად ითვლება. დაშავდა, სულ მცირე, 80 ადამიანი.
„თალიბანის“ მთავრობის განცხადებით, სტიქია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთს დაატყდა თავს. მათივე თქმით, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და, დიდი ალბათობით, დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
ქვეყნის ეროვნული კატასტროფების მართვის სააგენტოს განცხადებით, ზარალის უმეტესი ნაწილი ნურისტანის პროვინციის ქალაქ პარუნში დაფიქსირდა.
„როიტერი“ წერს, რომ ავღანეთი კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მიმართ ყველაზე დაუცველ ერებს შორისაა, რამაც ქვეყნის ზოგიერთი ნაწილი უფრო გვალვისკენ მიდრეკილი გახადა, ზოგ ადგილას კი უხვი ნალექები გახშირდა. ნურისტანსა და სხვა პროვინციებში ტყეების გაჩეხვამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მომხდარი წყალდიდობები კიდევ უფრო გაამწვავა.