ავღანეთში აშშ-ის ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია ორი სამხედრო

10:10, 20.11.2019

ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ორი წარმომადგენელი ემსხვერპლა.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მიზეზი ვერტმფრენისთვის გახსნილი ცეცხლი არ ყოფილა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი