ავღანეთში ტერაქტის დროს პრეზიდენტობის კანდიდატი დაშავდა
ავღანეთში ტერაქტის დროს პრეზიდენტობის კანდიდატი დაშავდა

ავღანეთში, ტერორისტული თავდასხმის დროს, პრეზიდენტობის კანდიდატი დაშავდა. პოლიტიკოს აბდულ პატიფ პედრამის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ცნობა, რომ აფეთქების დროს მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო, თუმცა პოლიტიკოსის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქაბულის დასავლეთ ნაწილში პოლიტიკოს აბდულ ალი მაზარის გარდაცვალებისადმი მიძღვნილი ცერემონია იმართებოდა. პირველი აფეთქება სწორედ ღონისძიების მსვლელობის დროს, ერთ-ერთი პოლიტიკოსის სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა. რამდენიმე წუთში იმავე ტერიტორიაზე, ასევე ქალაქის სხვა ნაწილებში, 10-მდე აფეთქების ხმა გაისმა. იყო სროლის ხმაც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან სამართალდამცველები, თუმცა ზუსტი რიცხვი უცნობია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები 20 ივლისს არის დაგეგმილი. ცენტრალური აზიის ქვეყნის პრეზიდენტობისთვის 18 კანდიდატი იბრძოლებს. მათ შორის არის მოქმედი პრეზიდენტი აშრაფ ღანი.