ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 30 სამართალდამცველი დაიღუპა
ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 30 სამართალდამცველი დაიღუპა

ავღანეთის ჩრდილოეთით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე თავდასხმას სულ მცირე 30 სამართალდამცველი ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობით, იერიში რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „თალიბანმა” მიიტანა. მათ რვა საპატრულო ავტომობილის, ორი ტანკისა და შეიარაღების მიტაცება შეძლეს. დამატებითი დეტალების ამ დროისთვის უცნობია.