ავღანეთში თალიბანის 34 მებრძოლი გაანადგურეს
ავღანეთში თალიბანის 34 მებრძოლი გაანადგურეს

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება თალიბანის 34 მებრძოლი გაანადგურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 29 სპეცოპერაცია ჩატარდა. აქედან 16 მხოლოდ დედაქალაქში.

სპეცდანიშნულების რაზმმა 18 მებრძოლი ცოცხლად აიყვანა. ისინი საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავდნენ.