ავღანეთში სტადიონზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ავღანეთში სტადიონზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ავღანეთში ტერორისტული თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა. დაღუპულების ზუსტი რიცხვი ჯერ კიდევ ზუსტდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტადიონზე გამართულ ღონისძიებას ათასამდე ადამიანი ესწრებოდა, ამიტომ დაღუპულების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

ორი აფეთქება ჰელმანდის პროვინციაში, ქალაქ ლაშკარგაჰში მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სტადიონზე ფერმერთა დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მომხდარი ორი აფეთქების დროს პროვინციის გუბერნატორი და რამდენიმე მაღალჩინოსანი დაშავდნენ. დაღუპულებს შორის კი ერთი სამართალდამცველია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.