ავღანეთში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 10 კი, დაშავდა. თავდასხმა ავღანეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ კალაი ნაუში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე შეიარაღებული პირი სასტუმროში ადგილობრივი დროით, 12:40 საათზე შეიჭრა. მათ წინააღმდეგობა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გაუწიეს. დაპირისპირების დროს, სამი მათგანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შენობა, სადაც სასტუმროა განთავსებული, რამდენიმე ბარი და მაღაზია არის განთავსებული. ის ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოსა და სახელისუფლებო შენობების გვერდით მდებარეობს.